საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო, სახელმწიფო დროშა დაუშვეს.
თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერ მინისტრმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლის ფასადზე 17 იანვრის 00.00 საათზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.