ტერეზა მეიმ პრემიერის პოსტი შეინარჩუნა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ საკუთარი პოსტი მას შემდეგ შეინარჩუნა, რაც მისი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ჩავარდა.

შეგახსენებთ, რომ ამგვარი ინიციატივით ოპოზიციური „ლეიბორისტური პარტიის“ ლიდერი ჯერემი კორბინი გამოვიდა. მან მინისტრთა კაბინეტი „ბრექსიტის“ საკითხზე ევროკავშირთან ქვეყნისთვის მომგებიანი გარიგების მიღწევის უუნარობაში დაადანაშაულა.

ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში გამართულ კენჭისყრაზე 325 დეპუტატმა მხარდაჭერა გამოუცხადა ტერეზა მეის მთავრობას, ხოლო 306 დეპუტატი კი მთავრობის წინააღმდეგ წავიდა.

აღნიშნული შედეგი მოსალოდნელი იყო. ბევრი ექსპერტი ამბობდა, რომ მმართველი „კონსერვატიული პარტიის“ ის წევრებიც კი, ვინც „ბრექსითის“ საკითხზე ტერეზა მეის დღის წესრიგს არ ეთანხმება, მზად არ არის ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების ჩატარების საშუალება მისცეს.

მიუხედავად ამისა, ტერეზა მეის 72 დღე რჩება, რათა ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ჩიხიდან გამოსვლის გზები მოძებნოს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ ხმათა უმრავლესობით ჩააგდო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეთანხმებული პროექტი, რომელიც ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას ეხებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა