საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო,საზღარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გლოვის ნიშნად სახელმწიფო დროშა უკვე დაუშვეს საქართველოს საელჩოების შენობებზე აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, სამხრეთ აფრიკაში, ყატარში, ქუვეითში, ნიდერლანდებში, კორეის რესპუბლიკაში, ინდოეთში, ინდონეზიაში, ავსტრალიაში, მექსიკაში, საუდის არაბეთში, კვიპროსში, მოლოდოვაში, ირლანდიაში, ლატვიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, სლოვენიაში, უკრაინაში, ავსტრიაში, ჩინეთში, ნიუ-იორკში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე დაეშვება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა