ათეა-მ რეგიონებში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო

ათეა-მ რეგიონებში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან (NALAG) აცნობეს, ასოციაციამ საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყო.

ასოციაციისა და სამინისტროს წარმომადგენლებმა, პირველ ეტაპზე, ბათუმში და ოზურგეთში გამართეს შეხვედრები, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის მხარის მუნიციპალიტეტების წევრებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა. დავით მელუამ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული შეხვედრები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა დეცენტრალიზაციის საშუალო სტრატეგიის (2019-2025) პროექტი წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი პრინციპები გააცნო.

შეხვედრები დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა, სადაც მხარეებმა რეგიონებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და ის პრიორიტეტები განიხილეს, რომლებიც მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე იქნება ორიენტირებული.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის შემდეგ, საკონსულტაციო შეხვედრები სამეგრელო -ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე იმერეთის მხარეებში გაიმართება.

ანალოგიური შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებშიც მოეწყობა, რის შემდეგაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) მოამზადებს მუნიციპალიტეტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და რეკომენდაციის სახით წარუდგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საქართველოს მუნიციპალიტეტების ინტერესებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა