ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ადუაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ადუაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადუაშვილის ადვოკატმა, ზაზა მესხმა განუცხადა.

ადვოკატი საქმის გარშემო დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებს.

გიორგი ადუაშვილი კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ის საავადმყოფოდან დღეს უნდა გაეწერათ, თუმცა, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ, მედიკოსებმა მისი სტაციონარში დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს, გიორგი ადუაშვილსა და მის მეგობარს, კონსტანტინე ჯორბენაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. მათი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში, გ.ა.-მ, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გ.ა. დააკავა. გ.ა საავადმყოფოშია მოთავსებული და სამართალდამცველებთან მისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით , საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

პოლიციამ დაკავებული გ.ა.-ს მეგობარი კ.ჯ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ გიორგი ადუაშვილს ბრალს დღეს საავადმყოფოში წარუდგენენ

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული ყავის კომპანია „მეამა“-ს შენობა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულშია
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს