გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორია ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხს უახლესი მიკრობიოლოგიური ხელსაწყო-დანადგარის საშუალებით განახორციელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორია ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის ხარისხს უახლესი მიკრობიოლოგიური ხელსაწყო-დანადგარის საშუალებით განახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ახალი ხელსაწყოს საშუალებით ლაბორატორიას შესაძლებლობა ექნება, როგორც ზედაპირულ, ასევე მიწისქვეშა წყლებში რამდენიმე კომპონენტი განსაზღვროს.

მათივე ცნობით, სპეციალისტები ლაბორატორიულ კვლევებს მაქსიმალურად მაღალი სიზუსტით განახორციელებენ.

„ახალი მიკრობიოლოგიური ხელსაწყოს საშუალებით შესაძლებელია ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებში ეშერიხია კოლისა და ტოტალური კოლიფორმების განსაზღვრა უახლესი მეთოდით. ლაბორატორიული კვლევები მაღალი სიზუსტითა და უმოკლეს ვადებში განხორციელდება.

ლაბორატორიული ხელსაწყო გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიძინა, რომლის ღირებულება 35 600 ლარს შეადგენს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა