პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილე - 2025-2030 წლებში აშშ კოსმოსიდან სარაკეტო საფრთხეების აღმოჩენის მზა სისტემის შექმნას იმედოვნებს

2025-2030 წლების პერიოდში აშშ კოსმოსიდან სარაკეტო საფრთხეების აღმოჩენის მზა სისტემის შექმნას იმედოვნებს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელის მოადგილემ ჯონ რუდმა განაცხადა.

„2021 და 2022 წლებში ორბიტაზე ექსპერიმენტებს განვახორციელებთ. ვფიქრობ, რომ მზა სისტემა უკვე მზად იქნება 2025-2030 წლების პერიოდში“, - განაცხადა ჯონ რუდმა.

მისივე თქმით, აშშ-ს კოსმოსში რაკეტების აღმოჩენის საშუალებების განლაგება პირველ რიგში იმისთვის სჭირდება, რომ ჰიპერბგერითი იარაღის საფრთხეს გაუმკლავდეს.

„ჩინეთი, ასევე რუსეთი ჰიპერბგერითი იარაღის გამოყენების შესაძლებლობებს ავითარებს, რასაც ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. საუბარი არ მიდის კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებზე. ამ სამიზნეების შემჩნევა უფრო რთულია. ამიტომაც, საუკეთესო მიდგომაა დაბალ ორბიტაზე თანამგზავრთა ქსელის განთავსება“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შემდგომი განვითარების ახალი სტრატეგია წარადგინა. მან განაცხადა, რომ ამ სისტემამ აშშ-სკენ გაშვებული ნებისმიერი რაკეტის ჩამოგდება უნდა შეძლოს. პენტაგონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ ამიერიდან არ აღიარებს არანაირ შეზღუდვებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შემუშავებაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა