ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული შუა ხნის მამაკაცი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ და ის მართვით სუნთქვაზეა.

„ამ დროისთვის სულ 27 პაციენტი მკურნალობს, აქედან ხუთი ბავშვია, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. რაც შეეხება გარდაცვლილს, ჰქონდა თუ არა მას ე.წ. ღორის გრიპი, ანალიზი უკვე გაგზავნილია შესაბამისი კვლევისთვის და ველოდებით პასუხს“, - აცხადებს ორჟონია.

ბოლო მონაცემებით, ლაბორატორიულად დამტკიცებული H1N1 -ით გარდაცვალების 17 შემთხვევაა დაფიქსირებული.

იხილეთ ვიდეო: H1N1-ის ვირუსით ზუგდიდში ერთი ადამიანი გარდაიცვალა

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს