ნინო თანდილაშვილი GIZ-ის პროექტის ხელმძღვანელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა“ ხელმძღვანელს ტანგმარ მარმონს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტროსთვის, როგორც მერების შეთანხმების კოორდინატორი უწყებისთვის, არსებითად მნიშვნელოვანია ობიექტური ინფორმაციის არსებობა, თუ რა გამოწვევების წინაშე არიან მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტები კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელებისას.

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, მადლობას ვუხდი გერმანიის გარემოს დაცვის სამინისტროს ხანგრძლივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის კლიმატის ცვლილების სფეროში. დღეისათვის, კლიმატის ცვლილების პროგრამული პორტფელი აერთიანებს ოთხ პროექტს, მათ შორისაა, „ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განხორციელებისას მუნიციპალიტეტების როლის გაძლიერებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე პროექტის „ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა“ ხელმძღვანელმა, ტანგმარ მარმონმა განცხადა, თვალსაჩინოა საქართველოს აქტიურობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

„აღსანიშნავია თვითმმართველი ქალაქების მონდომება, ხელი შეუწყონ სუფთა ტექნოლოგიების გავრცელებას ქალაქებში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.

ქალაქ რუსთავი ერთ-ერთი პირველია, ვინ მერების შეთანხმებას მიუერთდა და ასევე პირველმა მოიპოვა სადემონსტრაციო პროექტის განხორცილების უფლება, რომლის ფარგლებშიც განიხილება ინიციატივა ქალაქში ველოტრანსპორტის, როგორც გადაადგილების ალტერნატული საშუალების განვითარება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა