ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა მარტივდება

დღეს მთავრობის სხდომაზე შევა დადგენილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურას გაამარტივებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს მთავრობის სხდომაზე შემოდის მნიშვნელოვანი დადგენილება, რომლითაც მარტივდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ძალიან დიდი ხანია, რამდენიმე უწყება მუშაობდა ამ პროცედურის გამარტივებაზე. მინდა ყველა კოლეგას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში, მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით, თვითონაც დარწმუნდებიან, რომ პროცესი არის ძალიან გამარტივებული და ხელმისაწვდომი. აღნიშნული ნაბიჯი საშუალებას მოგვცემს, ყველა ჩვენმა მოქალაქემ თანაბრად ისარგებლოს იმ ძალიან დიდი მონაპოვრით, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროპასთან უვიზოდ მიმოსვლით“, - განაცხადა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა