2019 წლის სექტემბრიდან  მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება

2019 წლის სექტემბრიდან, მასწავლებელთა სტატუსის მოსაპოვებლად საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება, - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ განათლების სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შუკაკიძემ აღნიშნა, შესაძლებელია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგისთვის გამოცდა ლაბორატორიაში ჩატარდეს.

„არსებობს მასწავლებლის სტატუსის მოპოვების და მისი შენარჩუნების სისტემა. სტატუსის მოსაპოვებლად განსაზღვრული იყო, რომ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული კრედიტ-ქულები ჰქონდათ დაგროვებული 2018-19 სასწავლო წლის დასრულებისთვის უკვე უნდა ჰქონდეთ 19 კრედიტ-ქულა, რაც ნიშნავს, რომ ისინი მოიპოვებენ ახალ სტატუსს. რაც შეეხებათ ადამიანებს, რომლებსაც სტატუსის მოპოვება უნდათ ახალი, 2019-20 სასწავლო წლიდან, მათთვის იქნება საკვალიფიკაციო გამოცდები და ეს გამოცდები არ იქნება ძველებური. შესაძლებელია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგისთვის გამოცდა ლაბორატორიაში ჩატარდეს, რომ უფრო მეტად შევძლოთ გაზომვა და შეფასება რამდენად ეფექტური იქნება მასწავლებელი საკლასო ოთახში.

რაც შეეხება სტატუსის შენარჩუნებას, კრედიტ-ქულები, რომლებიც პედაგოგებს ამ 4 წლის განმავლობაში ჰქონდათ დაგროვებული და არ არის საკმარისი მათი სტატუსის ცვლილებისთვის, სკოლის შეფასების ჯგუფი ჩვენი რეკომენდაციით დაუნიშნავს და რეკომენდაციას მისცემს პროფესიული გადამზადების ტრენინგი გაიარონ. თუ პედაგოგი და შეფასების ჯგუფი თვლის, რომ სჭირდება გადამზადება კლასის მართვაში, მაშინ გადამზადებას გაივლის მასწავლებელი კლასის მართვაში, დადებითი შეფასების შემდგომ სტატუსი შეუნარჩუნდება", - განაცხადა შუკაკიძემ.

რაც შეეხება საკვალიფიკაციო გამოცდას, როგორც შუკაკიძემ განაცხადა, პედაგოგებს ამ გამოცდას ეროვნული გამოცდების და შეფასების ცენტრის ექსპერტები მასწავლებელთა განვითარების ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციების შემდეგ დაუნიშნავენ.

„ვფიქრობთ, ეს გამოცდა მრავალფეროვანი იყოს და არ იყოს გამოცდა, რომელიც ფლუსტრაციას იწვევს პედაგოგებში, იყოს პრაქტიკაზე ორიენტირებული გამოცდა. ადამიანები, რომლებიც პროფესიაში სტატუსის შეცვლას მოისურვებენ, მათთვის გამოცდები სექტემბრიდან ხელმისაწვდომი იქნება", - განაცხადა შუკაკიძემ.

მისივე თქმით, საპენსიო ასაკში მყოფი მასწავლებლების, ასევე პედაგოგებისთვის, რომლებიც საკუთარ კომპეტენციას ვერ ადასტურებენ სკოლიდან გასვლის მექანიზმი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციები დასრულდება. შუკაკიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში იქნება ცნობილი.

"ეს იქნება მეორე ტალღა, როდესაც კონკრეტულად ვიტყვით, რადგან ეს მიბმულია ფინანსებზე",- განაცხადა შუკაკიძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს