ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გამართა

პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან გამართა.

ბესელიას განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანია როგორ დაკომპლექტდება უზენაესი სასამართლო, ვინაიდან ამან უნდა განსაზღვროს უახლოეს ხანაში როგორი იქნება მართლმსაჯულება საქართველოში. დეპუტატის ინფორმაციით, თანამოაზრეებსა და იურისტებთან ერთად უკვე დაიწყო მუშაობა ორგანულ კანონში ცვლილებათა პროექტზე.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი დაეთმო სამართლებრივ საკითხებს, მართლმსაჯულების რეფორმას, მათ ხედვებს იმ პროცესზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესს ეხება.

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, ვენეციის კომისიის წევრმა, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ მინდია უგრეხელიძემ, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხვა წევრებმა. მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის დაჩქარებული პროცესი. საერთო პოზიციაა, რომ უნდა იყოს მაქსიმალურად გახსნილი და საჯარო, ფართო კონსესუსზე დაფუძნებული და საზოგადოების მხარდაჭერით მიღებული გადაწყვეტილება, რათა სასამართლოს ყველაზე მაღალი ინსტანცია მაღალი რეპუტაციის და მაღალი სანდოობის მქონე მოსამართლეებისგან დაკომპლექტდეს. გამოითქვა საერთო მოსაზრება, რომ მოსამართლეობის კანდიდატებად უნდა დასახელდნენ არა მხოლოდ მოქმედი მოსამართლეები, არამედ პროფესიული წრეებიდანაც - იურიდიულ სფეროში ძალიან მაღალი გამოცდილების მქონე იურისტები.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები: დავით ჭიჭინაძე, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე და რუსლან პოღოსიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა