ქართული ასეული ავღანეთში ჩავიდა

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული სრული შემადგენლობით ავღანეთში ჩავიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქვედანაყოფს მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი პოლკოვნიკი, მალხაზ მერლანი და II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მეთაური, კაპიტანი ანდრო კანკია დახვდნენ. მათ I ქვეით ბრიგადას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გამგზავრებამდე, ასეულმა სამთვიანი მომზადება საქართველოში,ხოლო შემდეგ ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში 411-ე ბატალიონთან გაიარა და უმაღლესი შეფასება მიიღო.

რამდენიმე დღეში I ქვეითი ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს როტაციის წესით ჩაანაცვლებს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებას, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, შვიდი თვის განმავლობაში შეუდგება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა