ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქმა წყალი აკურთხა

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოვლადწმინდა სამების ტაძრის დიდ აიაზმაში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა წყალი აკურთხა.

საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქი მღვდელმთავრებთან და ტაძრის მოძღვრებთან ერთად ტაძრიდან გაბრძანდა და სამების ეზოში წყალკურთხევის წესი შეასრულა.

წყალკურთხევის დროს უწმინდესმა წმინდა სახარებიდან წაიკითხა ადგილი, უფლის მიერ იორდანეში ნათელღებასთან დაკავშირებით.

ნაკურთხი წყალი მორწმუნეებს გაუნაწილდებათ.

საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

იხილეთ ვიდეო: ნათლისღების დღესასწაულზე პატრიარქმა წყალი აკურთხა - "მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით, ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს"

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა