მეუფე პეტრე მთავარეპისკოპოს სპირიდონის განცხადებაზე - იმედი მაქვს, რომ ჩემი მამხილებელი წერილი მისთვის იქნება მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა) სხალთის მთავარეპისკოპოს სპირიდონის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს.როგორც მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საკუთარი გულისტკივილი მან მეუფე სპირიდონს წერილობით მიმართვაში გამოუხატა და იმედოვნებს, რომ ეს „მამხილებელი წერილი მისთვის ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი მარცვალი იქნება“.

„მე ვფიქრობ, რომ მეუფეს ამომწურავად ჩემი გულისტკივილი ჩემს წერილობით მიმართვაში დავუფიქსირე და, როგორც მე წერილში ვწერ, იმედია, რომ ეს ძღვენი არ იქნება უარყოფილი მისი მხრიდან და შეურაცხყოფილი და იმედი მაქვს, რომ ეს გულისტკივილით და ღვთის მადლით დაწერილი ჩემი მამხილებელი წერილი მისთვის იქნება მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი და არა გზასა ზედა და ეკალ-ბარდებსა ზედა. მე ვფიქრობ, რომ ამ მხილებამ და მოწოდებამ უნდა გამოიღოს ნაყოფი, და იმედს ვიტოვებ, რომ ასე მოხდება,“ - აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, რომ სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ამბიონიდან მეუფე პეტრეს „უგუნური და ჭკუა დაკარგული“ უწოდა.

იხილეთ ვიდეო: მეუფე პეტრეს პასუხი მთავარეპისკოპოს სპირიდონს, რომელმაც მას "უგუნური და ჭკუა დაკარგული" უწოდა - "იმედია ეს ძღვენი არ იქნება უარყოფილი"