გაზის აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალეს

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილები დაკრძალეს. გარდაცვლილები ნათია ციცვიძე, მისი მცირეწლოვანი შვილი და ნათიას და ნინო ციცვიძე ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

მანამდე კი ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრნენ. უწმინდესმა სრულიად საქართველოს გარდაცვლილთა სულებისთვის ლოცვა სთხოვა.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა.

მომხდარი აფეთქების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი დააკავა. დაკავებულებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: დიდ დიღომში აფეთქების შედეგად გარდაცვლილები დაკრძალეს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს