ისრაელის საჰაერო ძალების მიერ სირიაში განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, ოთხი სირიელი სამხედრო დაიღუპა

ისრაელის საჰაერო ძალების მიერ სირიაში განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, ოთხი სირიელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ექვსი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ოთხი სირიელი სამხედრო დაიღუპა, ხოლო ექვსი კი დაშავებულია. ავიადარტყმების შედეგად ნაწილობრივ დაზიანებულია დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა. 2019 წლის 21 იანვარს, 02:11 საათიდან 02:56 საათამდე პერიოდში ისრაელის საჰაერო ძალებმა სამი საავიაციო დარტყმა განახორციელეს სირიის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული მხარის ცნობით, სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეებმა ისრაელის 30 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში მდებარე ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. როგორც ისრაელის თავდაცვითი ძალების პრესსამსახური იუწყება, ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია საწყობები, დაზვერვის ობიექტები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეები.

„სირიის ტერიტორიიდან მოქმედმა „ალ-კუდსის“ ძალებმა „მიწა-მიწის“ ტიპის რაკეტები გაუშვეს გოლანის სიმაღლეების მიმართულებით, რომელიც განეიტრალებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ მიერ. აღნიშნულის საპასუხოდ ღამის განმავლობაში ისრაელის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს სირიაში „ალ-კუდსის“ ობიექტებზე, ასევე სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბატარეებზე“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა