დიდ დიღომში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, სამხარაულის სახელობის ექსპერტებს ელოდებიან

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში, სადაც 16 იანვარს აფეთქება მოხდა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს ელოდებიან.

ავთანდილის 8 ნომერში მცხოვრებლების ინფორმაციით, ექსპერტები ადგილზე 12:00 საათისთვის მივლენ.

სწორედ ექსპერტებმა უნდა დადონ საბოლოოდ დასკვნა, რამდენად ვარგისია აღნიშნული კორპუსი საცხოვრებლად, ასევე ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს ვის რა ოდენობის ზარალი მიადგა აფეთქების შედეგად.

შეგახსენებთ, რომ დიდ დიღომში 16 იანვარს მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს