ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის აქტიური სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის აქტიური იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ზოგადად, სასამართლო სისტემაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ჯანეზაშვილი იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყურადღებას გაამახვილებს საზოგადოების მოთხოვნაზე, რომ სასამართლო ქვეყანაში უნდა იყოს დამოუკიდებელი.

„იმედი მაქვს საბჭოში შეისმენენ იმას, რომ საზოგადოებას აქვს განსხვავებული ინტერესები, ინტერესი იმაზე, რომ სასამართლო იყოს ნამდვილად დამოუკიდებელი, როგორც გარე, ისე შიდა გავლენებისგან. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ რადგანაც „კლანი" მართავს სისტემას, ბუნებრივია, აქ უკვე დგას შიდა დამოუკიდებლობის სერიოზული საფრთხე, მოსამართლეების დამოუკიდებლის საფრთხე - შიდა გავლენებიდან გამომდინარე", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

რაც შეეხება არასამთავრობოების მოთხოვნას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღეს არსებული შემადგენლობის გადადგომის მოთხოვნის თაობაზე, ჯანეზაშვილის თქმით, საბჭო ამას, დიდი ალბათობით, არ დააკაყოფილებს.

„ეს არის სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა. არ ვიცი, საბჭოს წევრები ამას დააკმაყოფილებენ თუ არა, მაგრამ არ მგონია, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან თავისუფლად, სინდისის ქენჯნის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ჩინჩალაძე დააყენონ კანდიდატურად უზენაეს სასამართლოში ასარჩევად. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მურუსიძე დაინიშნოს თანამდებობაზე უვადოდ. ამიტომ, ასეთი ადამიანებისგან მე ღირსეულ ნაბიჯს არ ველოდები და ასეთი ადამიანებისგან არ ველოდები რომ შეაწუხებთ სინდისი. ეს არის მორალური პასუხისმგებლობის კატეგორიის საკითხი და მორალური პასუხისმგებლობა ამ ადამიანებს არ გააჩნიათ“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა