მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, ბაკურიანსა და გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რაც ქაოტური განაშენიანებით არის განპირობებული

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბაკურიანსა და გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, რაც განპირობებულია ქაოტური განაშენიანებით. მისი თქმით, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად და მომავალში ასეთი პრობლემების შექმნის პრევენციისთვის, ორივე კურორტისთვის შემუშავებულია გენგეგმა.

„ბაკურიანსა და გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. ეს პრობლემები, განსაკუთრებით ბაკურიანში, განპირობებულია ქაოტური განაშენიანებით. პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, დამტკიცებული გვაქვს განაშენიანების რეგულირების გეგმები როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში. გეგმა დაგვეხმარება, რომ კერძო ობიექტების შემდგომი მშენებლობები მოხდება გენგეგმის შესაბამისად", - განაცხადა ცქიტიშვილმა "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე საპასუხოდ.

მისივე თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდს შეკვეთილი აქვს ბაკურიანის სატრანსპორტო კვლევა.

„ეს საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ თუ რა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდება ბაკურიანს, რა სახის სატრანსპორტო მოძრაობის დანერგვა იქნება მიზანშეწონილი ბაკურიანისთვის - გარკვეულ უბნებში მოხდება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლა, თუ მოხდება მოძრაობის სქემის შეცვლა. ამასთან, ბაკურიანში და გუდაურში დაგეგმილია რამდენიმე საზოგადოებრივი პარკინგის მშენებლობა. ბაკურიანთან დაკავშირებით აქტიური გეგმები გვაქვს, რადგან 2023 წელს ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება", - აღნიშნა მინისტრმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა