საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე ღია კარის დღე პირველად გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა და პირადმა შემადგენლობამ სამხედრო ბაზაზე ოჯახის წევრებს უმასპინძლეს.

მოწვეული სტუმრებისთვის სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა საჩვენებელი წვრთნა რამდენიმე უბანზე ჩაატარეს. მათ სწრაფი დაშვების კედელზე სხვადასხვა სახის მანევრი განახორციელეს და ოპერაციების რაიონში მოწინააღმდეგის განეიტრალება წარმატებით მოახდინეს.

ღონისძიების ფარგლებში მებრძოლთა შვილებმა სპეციალურად გამოფენილი ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღება დაათვალიერეს. სტუმრები სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებსაც გაეცნენ.

მებრძოლების ოჯახის წევრებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს