ვლადიმერ კონსტანტინიდი - ელ სალვადორის მხრიდან არ ჰქონია ადგილი განცხადებას, რომ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის დამყარებას განიხილავდნენ

არანაირი განცხადება ელ სალვადორის მხრიდან, რომ ისინი განიხილავდნენ რაიმე ფორმით ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის დამყარებას, ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

კონსტანტინიდი გამოეხმაურა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტების, რაულ ხაჯიმბას და ანატოლი ბიბილოვის ვენესუელაში ე.წ. ვიზიტს.

„ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება, რაც გამოიხატა იმაში, რომ ჩვენი ელჩი მექსიკაში, რომელიც ფარავს ამავე დროს ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს და კერძოდ, ელ სალვადორს, გაემგზავრა იქ, სადაც შეხვდა საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, საგარეო საქმეთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. მინისტრთან საუბრისას განხილული იქნა აღნიშნული ინცინდენტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ე.წ. საინაუგურაციო ვიზიტის დროს. შესაბამისი განმარტებები გაკეთდა სალვადორის მხარისგან. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა იყო არაფორმალური ხასიათის და არანაირი განცხადება ელ სალვადორის მხარეს, რომ ისინი განიხილავდნენ რაიმე ფორმით ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობის დამყარებას, ადგილი არ ჰქონია. ამას მოწმობს ისიც, რომ არც ელ-სალვადორის პრესაში გაშუქებულა აღნიშნული ინფორმაცია“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა