საგარეო უწყება ლიბიაში დაკარგულ ქართველ მეზღვაურზე - ველოდებით ინფორმაციას ლიბიური მხარისგან - საკონსულო კონტაქტზეა ადგილობრივ მხარესთან

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაური გარდაცვლილია.როგორც კონსტანტინიდიმ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს, ამიტომ სამინისტრო ამას არ დაადასტურებს.

„შეიძლება ბევრი ვერსია არსებობდეს, მაგრამ ვიდრე გამოძიება არ დასრულდება და საბოლოო ვერსიას არ გამოაქვეყნებს, ამას ვერ დავადასტურებთ. ჩვენ ველოდებით ინფორმაციას ლიბიური მხარისგან. ჩვენი საკონსულო კონტაქტზეა ადგილობრივ მხარესთან, მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და სიახლეების შემთხვევაში ცნობილი გახდება ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც“, - განაცხადა კონსტანტინიდიმ.

ქართველი მეზღვაური 22 წლის დავით რაზმაძე შორეულ ნაოსნობაში ლიბიაში იმყოფებოდა, როდესაც გაუჩინარდა. მისი სამძებრო სამუშაოები ორი კვირაა მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა