მიხეილ ბატიაშვილი - სისტემური მიდგომით შევქმენით საჭიროებების ბაზა და მოვახდინეთ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების რეფორმის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციის წარდგენისას იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც უწყების მიერ თანმიმდევრულად, საჭიროებებიდან გამომდინარე განხორციელდება.

მინისტრის თქმით, ცხადია, ყველა პრობლემა მოკლე ვადაში ვერ გადაიჭრება, მაგრამ პროცესი დაწყებულია და პირველ რიგში პროექტები განხორციელდება იქ, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება არსებობს.

„სისტემური მიდგომით შევქმენით საჭიროებების ბაზა და მოვახდინეთ პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. პირველ რიგში პროექტები განხორციელდება იმ სკოლებში, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება არსებობს“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი იქნება არა მხოლოდ დედაქალაქის, რეგიონების სკოლების განვითარება, რასაც სამინისტრო პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციები ხელშეწყობით განახორციელებს.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა