გოჩა ჩორგოლიანი - ვითხოვ, მაიორი გეგეშიძე, თავის დაჯგუფებასთან ერთად გადადგეს თანამდებობიდან

ვითხოვ, მაიორი გეგეშიძე, თავის დაჯგუფებასთან ერთად გადადგეს თანამდებობიდან!, - ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გოჩა ჩორგოლიანმა გააკეთა. ჩორგოლიანი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს ასევე სთხოვს, რომ ის დაზარალებულად ცნოს, რადგან როგორც ამბობს, ანალოგიური შემთხვევა გეგეშიძის მხრიდან ერთი წლის წინ მასთან მიმართებაშიც განმეორდა.

ჩორგოლიანის თქმით, აღნიშნულ საქმეზეც გამოძიება დაწყებულია, თუმცა, ახალი არაფერია, რასაც გეგეშიძის შს სამინისტროს თანამშრომლობას უკავშირებს და ვარაუდობს, რომ მას მფარველობენ. ჩორგოლიანმა აღნიშნული განცხადება ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ გააკეთა, სადაც 11 იანვარს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

“ამომწურავი პასუხი გავეცი სამართალდამცავებს, საჭიროების შემთხვევაში კიდევ მოვალ და გავცემ ყველა პასუხს. მოვითხოვ მცნონ დაზარალებულად, ვინაიდან ერთი წლის წინ ანალოგიურ შეჯიბრზე განხორციელდა ჩემთან მიმართებით ანალოგიური ფაქტი, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე აღძრულია. არ ვიცი აქამდე რატომ არ აგო პასუხი, შეიძლება ხარვეზები იყო ან აჭიანურებენ, რადგან მას მფარველობენ, როგორც პოლიციის თანამშრომელს“, - განაცხადა გოჩა ჩორგოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა „ფეისბუქში“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, რომლებიც გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, სასამართლო წესით დაიკითხებიან. სოციალურ ქსელებში კი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამს ფედერაციის პრეზიდენტი სპორტსმენს ბლაგვ საგანს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა