მიხეილ ბატიაშვილი ჭიდაობის ჩემპიონატზე დაპირისპირებაზე - ასეთი ფაქტები მიუღებელია - გამოძიების დასრულების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას

ასეთი ფაქტები მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჭიროა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, რის შემდეგაც სამინისტრო იმოქმედებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

„ასეთი ფაქტები მიუღებელია. ეს არა მარტო ჩრდილს აყენებს ამ კონკრეტულ ფედერაციას, არამედ ზოგადად ქართულ სპორტს. გასულ წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები, წელს კიდევ უფრო მეტ წარმატებას ველოდებით და ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს. მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიების დასრულების შემდეგ რა დასკვნებიც გაკეთდება იმის მიხედვით, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა პოზიცია გვაქვს ერთი - სპორტში უნდა იყოს მშვიდი გარემო. პირველ რიგში უნდა იყოს ყველანაირი შესაძლებლობა რომ სპორტსმენი მშვიდ ვითარებაში ვარჯიშობდეს და ორიენტირებული იყოს შედეგზე", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ ზურაბ დათუნაშვილმა "ფეისბუქში" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე მას თავში რკინის ბლაგვი საგანი ჩაარტყა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. ზურაბ დათუნაშვილი მოითხოვს, რომ გეგეშიძემ დატოვოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სპორტის სასახლეში, ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება 11 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა