მიხეილ ბატიაშვილი - საამაყოა, რომ უზარმაზარი მასშტაბის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეებს შორის საუკეთესო შედეგი ქართველმა მოსწავლემ აჩვენა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ძალიან საამაყოა, რომ უზარმაზარი მასშტაბის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეებს შორის საუკეთესო შედეგი ქართველმა მოსწავლემ, ნიკა ბირკაძემ აჩვენა.

მისივე თქმით, ამ მოსწავლეების დიდი წარმატება სკოლის, პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთიანი ძალისხმევის შედეგია.

„ეს არის საუკეთესო მაგალითი როგორ მივიდეთ საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენს მიერ დაანონსებული რეფორმის მიზანიც სწორედ ეს არის - სკოლის, მასწავლებლების და მათი მოსწავლეების სრულფასოვანი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“, - განაცხადა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში საერთაშორისო ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ქართველ მოსწავლეებთან და მათ პედაგოგებთან შეხვედრისას.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10-15 იანვარს ქალაქ ალმატიში გამართულ ჟაუტიკოვის ოლიმპიადაში, რომელშიც 18 ქვეყნის 82-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა საქართველოდან თბილისის კომაროვის და ვეკუას, ხოლო ქუთაისიდან რაზმაძის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ.

საქართველოს წარმომადგენლებმა ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში 4 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მოსწავლეების მონაწილეობა ოლიმპიადაში გამორჩეულად წარმატებული იყო, კომაროველი ნიკოლოზ ბირკაძე კი, ერთადერთია, რომელმაც ინფორმატიკაში აბსოლუტური შედეგი აჩვენა და უმაღლესი ქულა დაიმსახურა.

მინისტრმა მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

საქართველოს გუნდების საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა