ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა მატერიალური პრობლემების მქონე ბავშვებს საჩუქრები გადასცა

ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა მატერიალური პრობლემების მქონე 26 ოჯახის ბავშვებს სურვილები აუსრულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქველმოქმედო ფონდიდან აცნობეს. მათივე ცნობით, გასული წლის დეკემბერში ფონდის დამაარსებელმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ „ფეისბუქის“ მეგობრებს მიმართა წინადადებით, გაეზიარებინათ მათი შვილების სანუკვარი სურვილები.

„ამ წინადადებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ლეონიდ ჩერნოვეცკიმ აარჩია 26 ოჯახი, რომლებსაც მატერიალური პრობლემები გააჩნიათ. საჩუქრების საერთო ფასმა 10 000 ლარი შეადგინა. გეოგრაფიული მასშტაბი მაქსიმალურად დიდი იყო. იგი მოიცავდა როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. ზოგი სათამაშოებს ითხოვდა, ზოგი - ველოსიპედს, ერთმა ახალგაზრდა დედამ კი შვილისთვის სასმენი აპარატი ითხოვა!

საჩუქრების გადაცემა საშობაო დღეებში მოეწყო სასტუმრო „კრონ პალასში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გწამდეთ სასწაულების! თუ ადამიანი თავის ცხოვრებაში ადგილს არ დაუტოვებს სასწაულებს, იგი დაკარგავს იმედს, რწმენას. არადა, ეს ხომ სიცოცხლის სურვილს აძლიერებს“, - განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა