ლევან იზორია საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან მიმოსვლის შეზღუდვას საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან მიმოსვლის შეზღუდვას საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ლევან იზორიამ ბათუმში განუცხადა.

„მინდა გამოვხატო პროტესტი ბარიერების, ე.წ. ხელოვნური დაბრკოლებების არსებობასთან დაკავშირებით, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებობს. ნებისმიერი ქმედება, მათ შორის მიმოსვლის შეზღუდვა, არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა“, - განაცხადა იზორიამ.

როგორც ცნობილია, გრიპის ვირუსის საბაბით, ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეჟიმებმა ე.წ. საზღვრებზე კარანიტი შემოიღეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა