ანონსი  23 იანვარი

23 იანვარს, 10:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მირიან წიკლაური „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

23 იანვარს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართება შეხვედრა, თემაზე: „ტექნიკური რეგლამენტი - „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას ახალი რეგულაციის შესახებ, რომელიც 1-ელი მარტიდან შევა ძალაში.

23 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი, სამინისტროს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიკა დობორჯგინიძე და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულების ექსპერტი სანდრო ასათიანი განათლების რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაციას წარუდგენენ.

მის.: ინოვაციების ქ. #7, ტექნოპარკი (ოქროყანა)

23 იანვარს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ჟ. შარტავას ქ. N7

23 იანვარს, 11.00 საათზე, პარლამენტში, ’’ევროპული საქართველოს’’ ფრაქციის ოთახში გიგი უგულავას ბრიფინგი გაიმართება.

თემა: უტრანსპორტოდ დარჩენილი სკოლის მოსწავლეები.

23 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორის, ირაკლი იზორიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა - რა პრობლემები იკვეთება პროცესში და როგორ მიმდინარეობს რეფორმა.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

23 დეკემბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგერნელი შოთა ხაბარელი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

23 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ვაჟა იორდანიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პირველი იანვრიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომობილისთვის სავალდებულოა, როგორია სტატისტიკა ამ დროისთვის - რის გამო ვერ გადიან ტექნიკურ ინსპექტირებას ავტომობილები. რა პრობლემები იკვეთება და როგორ მიმდინარეობს რეფორმა. ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვა პროცესში.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

23 იანვარს, 11:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოადგილის რატი იონათამიშვილის შეხვედრა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სომხეთის დელეგაციასთან, რომელიც ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგისა და შეფასების საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით, შეხვედრებს მართავს.

ბაგრატოვანთა სახელობის დარბაზში (A კორპუსი, III სართული)

23 იანვარს, 13:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მოსამართლეებს მიმართავენ.

მის.: ბოჭორმის ქ. #12, იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

23 იანვარს, 13:30 საათზე, სოციალური მომსახურების საგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი განცხადებას გააკეთებს.

მის: წერეთლის 144- ჯანდაცვის სამინისტრო

საკ. პირი: მარიკა მათიაშვილი - 599 18 14 74; ნინი ტალახაძე - 599053605

23 იანვარს, 14:00 საათზე, სასტუმროში „რუმსი თბილისი“ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) შეაჯამებენ სამწლიან ინიციატივას, რომელიც ხელმისაწვდომი და პროფესიული მართლმსაჯულების განვითარებას ემსახურება.

ღონისძიებას გახსნიან მუნხტუია ალთანგერელი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში და კატალინ გერმანი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე.

მის.: მერაბ კოსტავას ქ. #14

23 იანვარს, 15:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ პარტიის ოფისში სერგი კაპანაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ვინ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოში ოთხოზორია - ტატუნაშვილის სიას საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08;

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

23 იანვარს, 15:00 საათზე, ლაშა ჩხარტიშვილისა და სხვა უფლებადამცველთა მხარდაჭერით, პატიმარ ბექა კირვალიძის და არტემ აგაჯანოვის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას გამართავენ. ისინი პროკურატურისაგან კირვალიძისა და აგაჯანოვის მიმართ წაყენებული ბრალდების მოხსნას მოითხოვენ.

საკონტაქტო პირი ლაშა ჩხარტიშვილი - 558 29 69 80

23 იანვარს, 17:00 საათზე, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი მოსახლეობას 2018 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიშს და 2019 წლის პრიორიტეტს - „სამოქალაქო ჩართულობის გააქტიურება“ გააცნობს.

მის.: ჩოხატაური, ნოდარ დუმბაძის ქ. #25 („ივლიტას ბიბლიოთეკა“)

23 იანვარს, 17:00 საათზე, ბიზნეს - ცენტრ „კინგ დავიდ“-ის მე-17 სართულზე, გაიმართება რომან რურუას პატივგების საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ კულტურის, მეცნიერების, ხელოვნების, წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები და ცნობილი სპორტსმენები.

მის.: ალექსიძის ქ. #12 (აკადემქალაქის უკან)

საკონტაქტო პირი ნონა ღამბაშიძე - 599 378341

23 იანვარს, 18:00 საათზე, „ბარი-ბარში“ „ლიბერთინსის“ წვეულება გაიმართება.

მის.: გერონტი ქიქოძის ქ. #9

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა