მამუკა ბახტაძემ და COSCO Shipping-ის თავმჯდომარემ საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს

საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და კორპორაცია COSCO Shipping-ის თავმჯდომარე სიუ ლიჟონგმა შეხვედრაზე, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას, რომლებიც ევროპასა და აზიას შორის ტვირთების მოძრაობის ალტერნატიული, სწრაფი და უსაფრთხო მარშრუტი იქნება.

კორპორაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველოს ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის ვაჭრობაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრება და მისასალმებელია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით.

COSCO Shipping-ის მხრიდან გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი და საზღვაო გადაზიდვების სფეროში საქართველოში არსებული შესაძლებლობების შესწავლის მზადყოფნა.

ჩინეთის მსხვილი სახელმწიფო კორპორაცია COSCO Shipping-ი, რომლის სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს, მიწოდების ჯაჭვისა და ტრანსპორტირების ინდუსტრიაში საქმიანობს. მისი წლიური შემოსავალი 14 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 21 ათასს აღემატება.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს