მერია დამატებით შეარჩევს ქუჩებს, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ

მერია დაიწყებს მუშაობას დამატებითი ქუჩების შერჩევაზე, სადაც მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ მოსაცდელებზე შეეძლებათ. შესაბამისი დავალება თბილისის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილეს მაია ბითაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მისცა.

„მინდა ასევე შევეხო ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება მიკროავტობუსებს. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ საპილოტე პროექტი და შევარჩიეთ 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს ეკრძალებათ გაჩერება სხვადასხვა ადგილებში, მოსაცდელების გარდა. ეს ყველაფერი გაკეთდა მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით და ქვეითების უსაფრთხოების მიზნით. მიხარია, რომ ამ საპილოტე პროექტმა ძალიან გაამართლა და კარგად იმუშავა. ამიტომ მინდა მაია ბითაძეს დავავალო, რომ დაიწყოს მუშაობა დამატებითი ქუჩების განსაზღვრაზე, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან. ამავდროულად, მამუკა მუმლაძეს მინდა დავავალო, რომ სანამ ეს პროცესი განხორციელდება და ქუჩების შერჩევა მოხდება, დაიწყოს ინფრასტრუქტურის მხრივ მომზადება და დამატებითი მოსაცდელების მოწყობა“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა