გალის რაიონის მოსახლეობამ ენგურის გამშვები პუნქტის დახურვა აქციაზე გააპროტესტა

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის მოსახლეობამ ადმინისტრაციის შენობის წინ, დღეს საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა ენგურის გამშვები პუნქტის დახურვას აპროტესტებდა.

შეგახსენებთ, რომ H1N1 ვირუსის გამო ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა ე.წ. საზღვარი საქართველოსთან ორი თვით ჩაკეტა.

გალის რაიონის ადმინისტრაციის შენობასთან 80-მდე ადამიანი შეიკრიბა. ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ მომიტინგეებს განუცხადა, რომ „საზღვრის ჩაკეტვის მიზანია აფხაზეთში ღორის გრიპის გავრცელების თავიდან აცილება“.

ამჟამად ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დაშვებულია ენერგეტიკის სფეროში დასაქმებული პირებისათვის და მძიმედ დაავადებული პირებისათვის, ვინც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა