თამარ ჩუგოშვილი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით სერგი კაპანაძის განცხადებაზე - უხერხულია მეგობრებო!

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მაგნიტსკის სიაზე მომზადებულ რეზოლუციას, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა, მხარი დაუჭირა.

„მაგნიტსკის სიაზე“ PACE-ს რეზოლუციაში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შესულ ცვლილებებს საქართველოდან ოთხი ინიციატორი ჰყავს: ორი უმრავლესობიდან, ორი - უმცირესობიდან, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი.

მე პირადად მხარი დავუჭირე კენჭისყრაში. უხერხულია მეგობრებო, ძალიან!“- წერს თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქში“.

აღნიშნულ საკითხს დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ოცნების“ არც ერთ წევრს მხარი არ დაუჭერია რეზოლუციისთვის, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა