„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას განახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს.

„გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის 167-ე კილომეტრზე არსებული ზესატაფონის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 25 იანვარს შესრულდება. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, აღნიშნულ დღეს 04:30 საათიდან 08:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ზესტაფონსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 9 სოფელს (ზედა და ქვედა საქარა, კვალითი, ცხრაწყარო, ფუთი, ალავერდი, შორაპანი, ბოსლევი, მარტოთ უბანი). სარეაბილიტაციო სამუშაოები წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის ხორციელდება. რეაბილიტაციის შედეგად მოიხსნება გაზსადენის დაზიანების საფრთხე. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაძლო დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა