პრემიერ-მინისტრმა და Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს

საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე იმსჯელეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრიული ჯგუფის Koç Holding-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევენთ ჩაკიროღლუმ შეხვედრაზე, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერმა ჰოლდინგის ხელმძღვანელს გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივები, რომლებიც ბიზნესის მაქსიმალურ ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ასევე, ინფორმაცია მიაწოდა მსოფლიოს წამყვან რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციების შესახებ.

შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ Koç Holding-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს და თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

Koç Holding-ი თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ჯგუფია და მსოფლიოს უმდიდრეს 500 კომპანიას შორისაა. ჯგუფის საქმიანობის სფეროებია ენერგეტიკა, საკვები, ინტერნეტ ტექნოლოგიები, სასტუმრო და ელექტრონიკის სექტორი. 90-წლიანი ისტორიის ჰოლდინგს 97 ათასზე მეტი თანამშრომელი და 10 ათასი დილერი ჰყავს, მისი წლიური შემოსავალი კი 25 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა