ანონსი 24 იანვარი

24 იანვარს, 09:30 საათზე, სასტუმრო ,,რუმსში“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებელთან შეხვედრა გაიმართებს.

თემა: დასაქმება - უმუშევრობის მეთოდოლოგიის ცვლილება

მის.: მერაბ კოსტავას ქ. #14

24 იანვარს, 10:30 საათზე, სასტუმრო „იოტაში“ გაიმართება შეხვედრა თემაზე „საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარება საქართველოში – გამოწვევები და შესაძლებლობები“.

მის.: ლერმონტოვის ქ. #10

საკონტაქტო პირი მერი მახარაშვილი - 599 500137

24 იანვარს, 10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა“ და ფრანგულ-სლოვენურ კონსორციუმ “სადე-რიკოს“ (Sade-Rico) შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ.

ღონისძიებას დაესწრებიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

24 იანვარს, 10:30 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გრიპის ვირუსი, ავადობა და ვირუსის მეორე ციკლი; წითელას შემთხვევები და ეპიდემიური მდგომარეობა.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

24 იანვარს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა - რა პრობლემები იკვეთება პროცესში. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გზებზე კვლავ გაუმართავი მანქანები არ ხვდებოდეს? არის თუ არა საფრთხის ქვეშ რეფორმა? ტაქსების რეფორმა - კახა კალაძის განცხადება ტაქსის ფასებთან დაკავშირებით.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

24 იანვარს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის საკრებულოს, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრის, შალვა ოგბაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა - რა პრობლემები იკვეთება პროცესში. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გზებზე კვლავ გაუმართავი მანქანები არ ხვდებოდეს? არის თუ არა საფრთხის ქვეშ რეფორმა? ტაქსების რეფორმა - კახა კალაძის განცხადება ტაქსის ფასებთან დაკავშირებით.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

24 იანვარს, 11:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელები, სერგო ჩიხლაძე და მანანა ჯებაშვილი, ბრიფინგს გამართავენ.

თემა: ღორის გრიპი და წითელა.

მის.: ჭავჭავაძის #28

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

24 იანვარს, 11:00 საათზე, გრიპის თემაზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართება, სადაც გრიპის ანტივირუსული ვაქცინების განაწილების საკითხი განიხილება.

მის.: წერეთლის #144, ჯანდაცვის სამინისტრო

საკონტაქტო პირი სალომე გოგინაშვილი - 558 24 07 70

24 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ჩადენილი უკანონო ქმედებები. ფაქტები კონკრეტული პატიმრების შესახებ.

მის.: ჭავჭავაძის ქ.#22

24 იანვარს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ავტომობილების ტექდათვალიერების რეფორმა - რა პრობლემები იკვეთება პროცესში. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გზებზე კვლავ გაუმართავი მანქანები არ ხვდებოდეს? არის თუ არა საფრთხის ქვეშ რეფორმა? ტაქსების რეფორმა - კახა კალაძის განცხადება ტაქსის ფასებთან დაკავშირებით.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

24 იანვარს, 12:00 საათზე, „ღია საზოგადოების ფონდის“ ოფისი კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პრესკონფერენციას მართვს.

თემა: კოალიციის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან და პროცედურებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარისთვის გაგზავნილი წინადადებები და რეკომენდაციები.

მის.: ჭოველიძის ქ. #10

საკონტაქტო პირი სოფო ხუციშვილი - 599 911 811

24 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს მიხეილ ხიდურელს შეხვდებიან.

მის.: ა. ბელიაშვილის ქ. #106

საკონტაქტო პირი ცირა იობაშვილი - 598 544 415

24 იანვარს, 12:00 საათზე, "ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" ინიციატივით, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში , ანტონიო ენრიკო ბარტოლი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.

მის.: ჯორბენაძის ქ. #9ა, ავლაბარი, იტალიის ელჩის რეზიდენცია

საკონტაქტო პირი ლელა გოგოლაძე - 598668806

24 იანვარს, 14:30 საათზე, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის: ჟ. შარტავას N7

24 იანვარს, 15:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე „სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თემა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხი.

მის.: მეგრელიძის 16

24 იანვარს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ (Event Room) სპეციალურ პრესკონფერენციაზე 2019 წელს საქართველოში თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნის, მსოფლიო მასშტაბის მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის ვიზიტი დაანონსდება. პრესკონფერენციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი გაუძღვებიან.

მის.: კოსტავას ქ.N14

24 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის“ სარჩელის დასაშვებობის საკითხი განიხილება. დავა სახელმწიფოს მიერ აღმაშენებლის N38-ში მდებარე სომხური თანდოიანცის ეკლესიის საპატრიარქოს საკუთრებაში გადაცემის კანონიერებას უკავშირდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს