2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა

2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციაში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით განუცხადეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საგზაო შემთხვევები 2017 წელთან შედარებით 6 პროცენტითაა გაზრდილი, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.

კერძოდ, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში სულ 6 079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 517 ადამიანი დაიღუპა და 8 461 დაშავდა.

„2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავტოავარიები გაიზარდა 6%- ით, დაშავებულთა რაოდენობა - 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. თბილისში წინა წელთან შედარებით სამივე მაჩვენებელი გაზრდილია, საგზაო შემთხვევები 7%-ით, დაშავებულთა რაოდენობა - 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა - 4%-ით. 2018 წელს დაიღუპა 21 მოზარდი (16 წლამდე), მათ შორის 8 ქვეითი, ხოლო დაშავდა 1012 მოზარდი, მათ შორის 343 ქვეითი“, - აცხადებენ ორგანიზაციაში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა