თამარ ჩუგოშვილი  „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს. საკითხი ეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით რეზოლუციის კენჭისყრას.

„ძვირფასო მეგობრებო, ოპოზიციის მხრიდან ატყდა ამბავი „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით. მე მათ არ ვპასუხობ, მინდა დაინტერესებულ საზოგადოებას არ დავუტოვო კითხვები, ამიტომ ბოლო განმარტებას ვაკეთებ:

1. გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კენჭს უყრიდა რეზოლუციას „მაგნიტსკის სიასთან“ დაკავშირებით. გადავწყვიტეთ ამ რეზოლუციაში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ჩამატება და ორპატიულად დავაინიცირეთ ცვლილება. ინიციატივის ავტორები არიან: დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ბაქრაძე, გიორგი კანდელაკი. ანუ დელეგაციის უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატები თანაბრად არიან ინიციატორები;

2. კომიტეტში, რომელშიც იხილებოდა ჩვენი წევრი არის ეკა ბესელია, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას;

3. პოლიტიკურ ჯგუფში ამ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უმრავლესობის ყველა დეპუტატმა;

4. სესიაზე კენჭისყრის დროს გიორგი კანდელაკს არ ჰქონდა მონაწილეობის უფლება, სთხოვა ადგილის დათმობა ზვიად კვაჭანტირაძეს, რაზეც ის დათანხმდა და შედეგად გიორგი კანდელაკი სიტყვით გამოვიდა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო;

5. ჟურნალისტები მეკითხებოდნენ რატომ არ მონაწილეობდნენ კენჭისყრაში დიმიტრი ცქიტიშვილი და ზვიად კვაჭანტირაძე. დიმიტრი არ მონაწილეობდა იმიტომ, რომ მას არ აქვს ხმის უფლება; ბატონი ზვიადი არ მონაწილეობდა, იმიტომ რომ მან ეს უფლება გიორგი კანდელაკს დაუთმო;

6. ასევე მე, როგორც რეზოლუციის მხარდამჭერი, ვესწრებოდი კენჭისყრას. ამ რეზოლუციაზე სამი კენჭისყრა ჩატარდა, სამივეზე ბუნებრივია მხარი დავუჭირე, ორი ჩანს შედეგებში, ერთი - არა. აპარატი მეუბნება, რომ ხარვეზები ხდება ხოლმე რადგან თითოეული კენჭისყრა 3-4 წამის განმავლობაში გრძელდება და დამპირდნენ, რომ ამ ხარვეზს გამოასწორებენ;

7. ძალიან ცუდი შეგრძნებაა, როდესაც იმ საკითხზე რომელსაც თავად იცავ და რომლის ინიციატორი ხარ, ვიღაც გთხოვს თავის მართლებას, გისურვებთ ასე არავინ მოგექცეთ;

8. ახლა გავიგე დავით დარჩიაშვილს დაუწერია, ჩუგოშვილი საშოპინგოდ იყო წასულიო. ბატონო დავით, მე გეტყვით ვინ შოპინგობს ჩემს თვალწინ ორი წელია ბიუჯეტის ფულით, ეს არის დავით ბაქრაძე. მესამე წელია დელეგაციის ხელმძღვანელი ვარ და ბატონი დავითი 2-ჯერ მყავს თვალით ნანახი ასამბლეაში, მითუმეტეს, რომ ბიუჯეტი არა მხოლოდ მისი, არამედ მისი დაცვის ხარჯებსაც იხდის, ეს ხდება წლიწადში ოთხჯერ 7 დღით, გთხოვთ დაითვალოთ რა უჯდება ეს ბიუჯეტს. რაც შემეხება მე და ჩემს დელეგაციას, ყველა ჩვენთაგანის სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება და ღამის 9 საათზე მთავრდება. ასე რომ საკუთარი წარსული გამოცდილებით და თავგადასავლებით ჩვენ ნუ განგვსჯით.

მეტი ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ, ვისაც საკითხი აინტერესებს აქ საკმარისზე მეტი ინფორმაციაა, ვისაც არ აინტერესებს, ახსნას ისედაც არ აქვს აზრი.

დასასრულს იმას ვიტყვი, რომ ასეთი უღირსი და უმწიფარი გამოხტომები ოპოზიციასთან თანამშრომლობის ხალისს ნამდვილად არ აჩენს, ამას თავადაც მიხვდებით“, - წერს თამარ ჩუგოშვილი ფეისბუქის გვერდზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა