საფრანგეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში მუშაობის უფლების მინიჭების საკითხზე განმარტებას აკეთებს

საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში მუშაობის უფლების მინიჭების საკითხზე განმარტებას აკეთებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საფრანგეთის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმება 2013 წლის 12 ნოემბერს განხორციელდა, ხოლო 2018 წლის 3 დეკემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოსცა კანონი აღნიშნული შეთანხმების აპრობაციის მიზნით.

როგორც საფრანგეთის საელჩო განმარტავს, აღნიშნული უფლება სტუდენტებსა და გარკვეული პროფესიების მქონე პირებს 1 წლის ვადით აქვთ.

„2013 წლის 12 ნოემბერს პარიზში ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას. მისი მიზანია დროებითი პროფესიული მიგრაციის გაადვილება, რომელიც ეფუძნება სტუდენტებისა და კვალიფიციური სპეციალისტების მობილობასა და უკან დაბრუნებას პროფესიული კომპეტენციის შეძენის შემდეგ. საქმე ეხება ლეგალური ეკონომიკური მიგრაციის ხელშეწყობას ქვეყანაში შემდგომი დაბრუნების პერსპექტივით, საიდანაც გამომდინარეობს განსაზღვრება „ცირკულარული“. ეს შეთანხმება პირველი ორმხრივი დოკუმენტია, რომელიც საფრანგეთსა და საქართველოს შორის პროფესიული მიგრაციის სფეროში გაფორმდა.

ის ითვალისწინებს 12-თვიანი ხანგრძლივობის ბინადრობის ბარათის მოთხოვნის შესაძლებლობას საფრანგეთში დიპლომირებული ქართველი სტუდენტებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლის შემდგომი პირველი პროფესიული გამოცდილება მიიღონ საფრანგეთში საქართველოში მათი დაბრუნების პერსპექტივით; ერთი წლის ხანგრძლივობის, განახლებადი დროებითი ბინადრობის ბარათის მითითებით „დაქირავებული მშრომელი“ მოთხოვნის შესაძლებლობას ისეთი პროფესიის ადამიანებისთვის, რომლებიც შეესაბამება საქართველოს მოქალაქეებისთვის ღია 50 პროფესიიდან ერთ-ერთს. საფრანგეთის მიერ წლიურად გაცემული დროებითი ბინადრობის ბარათების რაოდენობა ამ კატეგორიის მშრომელთათვის 500-ს არ უნდა აღემატებოდეს.

18-დან 35 წლამდე ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების გაცვლის განვითარებას, რომლებიც საფრანგეთში ან საქართველოში გაემგზავრებიან კარიერული პერსპექტივის გასაუმჯობესებლად დაქირავებული შრომით მიღებული გამოცდილების წყალობით. ორივე ქვეყანაში მიღებული ახალგაზრდა ფრანგი და ქართველი კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 150 ადამიანს წელიწადში.

2018 წლის 3 დეკემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა გამოსცა კანონი აღნიშნული შეთანხმების აპრობაციის მიზნით. ეს ხელშეკრულების განხორციელების პირველი ეტაპია.

საფრანგეთის საელჩო საქართველოში შესაბამის დროს გამოაქვეყნებს ყველა საჭირო ინფორმაციას შეთანხმების შესრულების პირობების შესახებ საქართველოს იმ მოქალაქეების შემოსვლისა და ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით, რომელთაც შეთანხმებით სარგებლობა სურთ“, - ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა