აშშ ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მიერ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას არ ცნობს

აშშ ვენესუელას ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მიერ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას არ ცნობს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა.

„აშშ მხარს უჭერს ვენესუელას გარდამავალ პრეზიდენტს ხუან გუაიდოს და ვენესუელელ ხალხს. ჩვენ პრეზიდენტ გუაიდოს მხარს დავუჭერთ მის ძალისხმევაში გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბოს და თავისი საკონსტიტუციო მოვალეობები შეასრულოს ამ თანამდებობაზე“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

მისი თქმით, აშშ მიესალმება გარდამავალი პრეზიდენტის დირექტივას, რომელიც მან ვენესუელაში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ვენესუელა შეინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს სხვა ქვეყნებთან.

„აშშ შეინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს ვენესუელასთან და ეს ურთიერთობები გარდამავალი პრეზიდენტის ხუან გუაიდოს მთავრობის მეშვეობით წარიმართება, რომელმაც ჩვენს დიპლომატიურ მისიას ვენესუელაში დარჩენა შესთავაზა“, - აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ აღიარებს მადუროს რეჟიმს და „ვენესუელას ყოფილ პრეზიდენტს აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის უფლებამოსილება არ გააჩნია“.

„ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ისეთი ზომებისგან, რაც ეწინააღმდეგება იმ პრივილეგიებსა და იმუნიტეტს, რომლითაც დიპლომატიური საზოგადოება სარგებლობს. აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს და პასუხს აგებინებს ნებისმიერს, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი დიპლომატიური მისიის და მისი პერსონალის უსაფრთხოებას“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა აშშ-სთან და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დატოვებისთვის 72 საათი მისცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა