დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი - ნატო-სა და საქართველოს საზღვაო ძალების თანამშრომლობა საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც

ნატო-სა და საქართველოს საზღვაო ძალების თანამშრომლობის გაძლიერება საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ მეზობელი ქვეყნებისთვისაც, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა დიდი ხნის წინ დაიწყო და საქართველო დასავლეთის ინტერესების სფეროშია, ხოლო ალიანსსა და საქართველოს საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება სამხედრო მომზადების მორიგ ეტაპს ჰგავს.

„შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საზღვაო ფლოტის ჯერი დადგა. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც საქართველოს გარეთ იზრდებოდა და ბოლომდე იზიარებს დასავლურ შეხედულებებს“, - განაცხადა კილბამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა