გიორგი მშვენიერაძე - სერგო მეთოფიშვილმა წარმოადგინოს ძალადობის წახალისების მტკიცებულება, ან საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ ის არის ცრუპენტელა

სერგო მეთოფიშვილმა წარმოადგინოს ძალადობის წახალისების ერთი კონკრეტული მტკიცებულება, ან საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ ის არის ცრუპენტელა და ამ სიცრუეს ის ყოველდღიურად ავრცელებს სოციალური ქსელით,- ასე გამოეხმაურა კოალიცია „დამოკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წევრი გიორგი მშვენიერაძე მოსამართლე სერგო მეთოფიშვილის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში დაწერა.

გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, სერგო მეთოფიშვილი ვერ დაასახელებს ისეთ ფაქტს, რომლის თანახმად მესამე სექტორი მოსამართლეებს დაემუქრა. მშვენიერაძე მეთოფიშვილისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

„სხვებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ბატონი სერგო, ავია თუ კარგი, იურისტი გახლავთ. წარმოადგინოს ერთი ფაქტი, როდესაც კოალიციის რომელიმე წევრმა წაახალისა ფიზიკური ძალადობის ან ნებისმიერი სახით ძალადობის ფაქტი მის წინააღმდეგ. ერთი შემთხვევა დაასახელოს, თუ არა, მოიხადოს ბოდიში განცხადებისთვის, რომელიც გაავრცელა. ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენ ვებრძვით „კლანს" სასამართლო სისტემაში. ვებრძვით ადამიანებს იმ სამართლებრივი გზებით, რომელიც არსებობს და გარანტირებულია საქართველოში კონსტიტუციით. ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა დატოვონ თანამდებობები. ჩვენ არ ვგავართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომლებიც საკუთარ კრიტიკას მიმართავენ არა ადამიანების, არამედ მათი ოჯახის წევრების მიმართ“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, ბოლო დღეებში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, დაიწყო მოსამართლეების დევნა და ხშირად ისმის მუქარა მოსამართლეების მისამართით.

„ამ მუქარის ფაქტზე და ასევე, ჩემსა და სხვა მოსამართლეების და მათი ოჯახების მიმართ მოსალოდნელი ძალადობის, შეურაცხყოფის და მსგავსი ხასიათის ფაქტებზე და ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება: ეკა გიგაურს; სულხან სალაძეს; გიორგი მშვენიერაძეს; სოფო ვერძეულს; ანა დოლიძეს; ნაზიბროლა ჯანეზაშვილს; ეკა ბესელიას; ლევან გოგოჩაიშვილს; გედევან ფოფხაძეს; ლევან კობერიძეს; დავით ჭიჭინაძეს; გია ხუხაშვილს“, - წერს მეთოფიშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა