ალექსეი პუშკოვი - ვენესუელა აშშ-ს ახალი მსხვერპლია

ვენესუელა აშშ-ს ახალი მსხვერპლი გახდა, როგორც თავის დროზე ერაყი და ლიბია, - ამის შესახებ რუსმა სენატორმა, ფედერაციის საბჭოს წევრმა ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.

რუსი სენატორის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს პრეზიდენტად აღიარება არ ნიშნავს, რომ ის ხალხის მიერ არის აღიარებული.

„აშშ ვენესუელაში რეჟიმის შეცვლას შეუდგა. თუმცა, ის, რომ აშშ-ში ალტერნატიული პრეზიდენტი აღიარეს არ ნიშნავს, რომ ის ვენესუელელი ხალხისა და მსოფლიოს მიერ არის აღიარებული. ყველგან, სადაც აშშ რეჟიმის შეცვლას აწყობდა, ერაყით დაწყებული ლიბიით დამთავრებული , ქაოსი დასადგურდა. ვენესუელა აშშ-ს ახალი მსხვერპლია“, - განაცხადა ალექსეი პუშკოვმა.

გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა