ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ნიკოლას მადუროს

აფხაზეთის რესპუბლიკა სრულ მხარდაჭერას უცხადებს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს ნიკოლას მადუროს, - ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

„აშშ-ს ხელისუფლება უცერემონიოდ ერევა სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში და ფაქტობრივად, შემდგომი ესკალაციის პროვოცირებას ახდენს ისედაც რთულ სიტუაციაში, რომელიც ვენესუელაშია. ამგვარი განცხადებები მოწოდებებია სახელმწიფო გადატრიალებისკენ. მაშინ, როდესაც თავშეკავებულობაა სჭირო, ვაშინგტონი განზრახ ამწვავებს სიტუაციას. აშშ-ს, როგორც ჩანს, არ აწუხებს ამგვარი ქმედებების შედეგები, რამაც სისხლისღვრა შეიძლება გამოიწვიოს“, - განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა