თსსუ-ში პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის დაბადების 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ჩატარდება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ხვალ ცნობილი ექიმის, ღვაწლმოსილი პედაგოგისა და მეცნიერის, პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის დაბადების 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საიუბილეო საღამოს გახსნის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელიც მიმოიხილავს პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. საღამოს გაუძღვება თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი ჯონი ჯანაშია. ღონისძიების ბოლოს, პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის ხსოვნის პატივსაცემად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალური დასი, "ჰიგია" გამართავს სპექტაკლს - "სიკვდილი ღრუბლებში".

„პროფესორი მარიამ გრიგალაშვილი სხვადასხვა წლებში მუშაობდა რესპუბლიკურ სტომატოლოგიურ საავადმყოფოში ექიმ-ორდინატორად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტად, კათედრის დოცენტად, სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანად, ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის გამგედ. პროფესორ მარიამ გრიგალაშვილის საერთო საექიმო სტაჟი 57, ხოლო პედაგოგიური - 36 წელია. გრიგალაშვილი არის 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის, ერთი მონოგრაფიისა და ერთი მეთოდური წერილის ავტორი.

მარიამ გრიგალაშვილი აგრეთვე არის მეორე სამამულო ომის მონაწილე, დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით, მათ შორის "წითელი ვარსკვლავით" და " სამამულო ომის II ხარისხის ორდენით".

საქართველოს პრეზიდენტის მიერ პროფესორი მარიამ გრიგალაშვილი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით“, - ანიშნულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიება გაიმართება ხვალ, 16.00 საათზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა