ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო უწყება“ ვენესუელაში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულია

სამხრეთ ოსეთი ვენესუელაში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულია, - ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

„სახეზეა სუვერენული სახელმწიფოს მოქალაქეების ნების გამოვლინების უცერემონიო მანიპულირება, რომლის მიზანია კანონიერად არჩეული პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს თანამდებობიდან გადაყენება. აშშ-ს და რიგი ქვეყნების ელვისებური კოორდინირებული რეაქცია ოპოზიციის ქმედებებზე იმის დასტურია, რომ გარე ძალების ჩარევა წინასწარ დაგეგმილი იყო და ვენესუელის სახელმწიფოებრიობის ჩამოშლაზეა მიმართული. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში მიუღებლად მიიჩნევენ სუვერენული ვენესუელის შიდა საქმეებში ჩარევას. აშშ-სა და რიგი სხვა ქვეყნების ამგვარი ხაზი ძალიან სახიფათოა რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ის ამ სტატუსით უკვე აღიარა აშშ-მ, კანადამ, არგენტინამ, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, პარაგვაიმ, პერუმ, ჩილემ, ეკვადორმა და საქართველომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა