ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის ელექტროსადგურების განვითარებით დაინტერესდა

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარებით დაინტერესდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეო ასკალამ აღნიშნა, ACCIONA-ს დელეგაცია არსებული შესაძლებლობების გასაცნობად საქართველოს მომავალ თვეს ეწვევა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, მამუკა ბახტაძე ინვესტორს ასევე ესაუბრა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და მდიდარ ჰიდრორესურსებზე, საქართველოში არსებულ დაბალ გადასახადეებზე, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე, ასევე - თანაინვესტირების ფონდზე, რომელიც ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ფონდია.

„საუბრისას აღინიშნა, რომ მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აუთვისებელი რესურსების რაციონალურად გამოყენება, ასევე განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური განვითარება“, - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი დაესწრნენ.

ცნობისთვის, ACCIONA ინფრასტრუქტურული პროექტების, განახლებადი ენერგიისა და წყლის მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოს ლიდერი კომპანიაა, რომელსაც მსოფლიოს 30 ქვეყანაში 32 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა