უფლებადამცველი დავით ლორია - გეგა გეგეშიძეს პლასტმასის კრიალოსანი ეჭირა და ემოციურ ფონზე მოუქნია, რის შედეგადაც ზურა დათუნაშვილს არანაირი დაზიანება არ მიუღია

უფლებადამცველ დავით ლორიას განცხადებით, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს სახის არეში დაზიანებები ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დარტყმის შედეგად არ მიუღია, - აღნიშნულის შეხახებ დავით ლორიამ "ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც გეგა გეგეშიძის მხარდასაჭერად მოჭიდავეები მივიდნენ.

დავით ლორიას თქმით, ისინი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მხარდასაჭერად მივიდნენ სასამართლოში და მის გათავისუფლებას ითხოვენ. რაც შეეხება ტელევიზიით გასულ კადრებს, სადაც გეგა გეგეშიძის და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირება ჩანს, უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს კადრები დამონტაჟებულია და რეალობას არ ასახავს. მისი თქმით, გეგეშიძეს დათუნაშვილისთვის არ დაუტყამს და უბრალოდ ხელი მოუქნია.

"ვითხოვთ გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას. მიგვაჩნია, რომ უკანონოდ არის დაკავებული. ვინმემ დაინახა, რომ ზურაბ დათუნაშვილმა გეგეშიძის დარტყმისგან მიიღო დაზიანებები!? ის რაც კადრში ჩანს, ხელის ჩვეულებრივი მოქნევაა. პლასტმასის კრიალოსანი ეჭირა ხელში გეგეშიძეს და ავტომატურად, ემოციურ ფონზე მოუწია მოქნევა. ანუ კრიალოსანი მოუქნია, რის შედეგადაც დათუნაშვილს არანაირი დაზიანება არ მიუღია“, - განაცხადა დავით ლორიამ.

კითხვაზე, რატომ აღენიშნებოდა სახის არეში სისხლის კვალი დათუნაშვილს, უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩხუბში სხვებიც მონაწილეობდნენ.

"კადრებში სხვებიც მონაწილეობენ ხელჩართულ ჩხუბში. გეგა გეგეშიძის მხრიდან არ მიუღია დათუნაშვილს დაზიანებები“,- განაცხადა დავით ლორიამ.

მოჭიდავეებს საქალაქო სასამართლოსთან გეგეშიძის მხარდასაჭერი აქცია უნდა გაემართათ, თუმცა მათ შენობის ეზოდან შიგნით გადაინაცვლეს.

საქალაქო სასამართლოში გეგეშიძის სასამართლო პროცესი ჯერ არ დანიშნულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა