ეკა ბესელია - თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ერთმანეთთან არ შეგვიძლია დიალოგი და ერთ გუნდში ვერ ვსაუბრობთ, ეს მისი შეხედულება და პრობლემაა

თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ერთმანეთთან არ შეგვიძლია დიალოგი და ერთ გუნდში ვერ ვლაპარაკობთ, ეს მისი შეხედულება და მისი პრობლემაა, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი ეკა ბესელია მისი კოლეგის, გია ვოლსკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთ გუნდში ვერ დარჩებიან.

„ბატონ ვოლსკისთან შეგიძლიათ პირადად დააზუსტოთ მისი პოზიცია. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ერთმანეთთან არ შეგვიძლია დიალოგი და ერთ გუნდში ვერ ვლაპარაკობთ, ეს მისი შეხედულება და მისი პრობლემაა. მე არ ვუყურებ საკითხს ისე, რომ განსხვავებული მოსაზრებების გამო შეუძლებელი იყოს ერთ ფორმატში ერთმანეთის დანახვა და მუშაობა, თუ არ არის ისეთი ფუნდამენტური განსხვავება, როგორზეც მე ვსაუბრობდი ამ დღეების განმავლობაში და როგორიც იყო იმ 10-კაციანი სიის მხარდაჭერა. ეს არის ფუნდამენტური ზღვარი, სადაც ძალიან გამიჭირდება დავინახო ჩემი თავი. ნუ დავძაბავთ ამ ისედაც რთულ პროცესებს, რაც იყო. მე ვფიქრობ, დღეს გამოჩნდა შესაძლებლობა, რომ მოვნახოთ საერთო გზა და შევჯერდეთ პრინციპებზე, თუ რას ვაკეთებთ მეორე ეტაპზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა